მაკრონსა და ტრამპს შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა

ტრამპი მზად არის ირანთან შეხვედრისათვის

1214519
მაკრონსა და ტრამპს შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა

 

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ჩრდილოეთში, ნორმანდიაში, მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე მყოფ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კაენის გუბერნიაში  შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო საკითხებში მისი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

მანვე კმაყოფილება გამოთქვა ტრამპის ვიზიტის მიმართ და აღნიშნა, რომ ტრამპის ზეიმზე ყოფნა, ორი ქვეყნის განუყოფელი კავშირის მანიშნებელია.

ტრამპმაც გამოთქვა კმაყოფილება საფრანგეთში ყოფნის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთთან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ურთიერთობების არსებობა, მათი დიდი პარტნიორობის საწინდარია.

ირანზე საუბრისას ტრამპმა კვლავ ტერორისტულად მოიხსენია ეს ქვეყანა  და აღნიშნა, რომ მასზე სანქციების ახლიდან დაწესების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა რა, თეირანს უკვე ვაშინგტონთან შეხვედრაც კი სურს, რისთვისაც იგი მზად არის



მსგავსი ინფორმაციები