ბუდაპეშტში  ტურისტებით სავსე ნავი ჩაიძირა

შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

1210797
ბუდაპეშტში  ტურისტებით სავსე ნავი ჩაიძირა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ტურისტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე 7  ადამიანი დაიღუპა, 7 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.   არიან დაკარგულებიც.  შემთხვევა მდინარე დუნაიზე მოხდა. უნგრეთის   საგანგებო სიტუაციების სამმართველოს პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ნავი რომელიც მდინარე დუნაიში  ჩაიძირა, 33 სამხრეთ კორეელი ტურისტი ჰყავდა. წინასწარი ინფორმაციით, ჩაძირულ ნავს სხვა სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ოპერაციაში ჩართული არიან  მყვინთავებიც.



მსგავსი ინფორმაციები