ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთით ერთ-ერთ ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

1209019
ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთით ერთ-ერთ ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ტიტაოდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით ეთ-ერთ სოფელში კვირის წირვის დროს შეიარაღებულმა 8 ადამიანმა ეკლესიაზე თავდასხმა მოაწყო.

წირვაზე მყოფებს თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს და გაქცევა მოახერხეს. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ბურკინა-ფასოში ტერორისტული აქტები 2015 წლიდან ხდება.

ტერაქტებს ადგილი თავდაპირველად ჩრდილოეთ და საჰელის რეგიონები ჰქონდა, თუმცა შემდეგ დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებშიც გავრცელდა.

ქვეყნის 13 რეგიონიდან შვიდში 2019 წლის 1 იანვრიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


საკვანძო სიტყვები: #ბურკინა-ფასო , #ეკლესია , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები