ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა არმიას ღაზის სექტორზე დაბომბვების გახშირების მითითება მისცა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა არმიას ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორზე დაბომბვების გახშირების მითითება მისცა

1195606
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა არმიას ღაზის სექტორზე დაბომბვების გახშირების მითითება მისცა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა არმიას ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორზე დაბომბვების გახშირების მითითება მისცა.

გაზეთ „იედიოთ აჰრონოტი“-ს ინფორმაციით, უსაფრთხოების კაბინეტი ღაზაში არსებული დაძაბულობის განსახილველად შეიკრიბა.

კაბინეტმა არმიას ღაზის სექტორზე დაბომბვების გახშირების და ღაზის სექტორის გარშემო არსებული დანაყოფებში დამატებითი ძალების გაგზავნის მითითება გასცა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არმიას ღაზის სექტორში არსებული ჯგუფების წინააღმდეგ ფართო მასშტაბის შეტევების გაგრძელების ბრძანება მისცა.

ისრაელ-ღაზას შორის დაძაბულობა ღაზის სექტორში პარასკევს სნაიპერის მიერ 2 ებრაელი სამხედროს დაჭრის შემდეგ გაიზრდა. ისრაელის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზე საპასუხოდ ღაზიდან სარაკეტო თავდასხმები მოხდა.

მომხდარის შემდეგ ისრაელის არმიამ, გუშინ წინ ბლოკადაში მოქცეული ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლის გამო საბრძოლო თვითმფრინავებით რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ბევრი პალესტინელი დაიღუპა.
 



მსგავსი ინფორმაციები