პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

განიხილეს აქტუალური საკითხები

1194822
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

 

კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 1,5 საათის განმავლობაში მიმდინარე სატელეფონო საუბრის დროს  განიხილეს როგორც ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეასა და უკრაინის საკითხები, ასევე ორმხრივი ურთიერთობები და პუტინმა ვენესუელას საკითხის განხილვისას თქვა, რომ მხოლოდ ვენესუელელებს შეუძლიათ საკუთარი მომავლის განსაზღვრ, ხოლო მის შიდა საქმეებში ჩარევა ან ქვეყნის ძალაუფლების შეცვლა, კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ნაცვლად, დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას შეუწყობს ხელს. სატელეფონო შეხვედრაზე პუტინმა გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ იონგთან შეხვედრის შესახებაც ინფორმაცია მიაწოდა ტრამპს და მოუწოდა, მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქოს, რადგან, ბირთვული განიარაღების საქმეში ფხენიანი საჭირო და შესაბამის  ნაბიჯებს დროულად დგამს. კრემლის განცხადებითვე, ლიდერებმა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილეს ყურადღება და რუსულმა მხარემ კიევის ადმინისტრაციისგან, მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელება მოითხოვა. ორმხრივი ურთიერთობების განხილვისას კი, სხვადასხვა სფეროში ურთიერთდამოკიდებულების გააქტიურების მიზნით, საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის პრეს სპიკერმა სარა სანდერსმა კი განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა განიხილეს ასევე, ბირთვული განიარაღების თაობაზე ახალი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობებიც



მსგავსი ინფორმაციები