პუტინმა ინტერნეტის შესახებ მიღებულ ახალ კანონს ხელი მოაწერა

პუტინმა ინტერნეტის შესახებ მიღებულ ახალ კანონს ხელი მოაწერა

1193962
პუტინმა ინტერნეტის შესახებ მიღებულ ახალ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა,  რუსეთის ინტერნეტქსელების მეშვეობით საფრთხის შემცველი ინფორმაციების აკრძალვის  შესახებ მიღებულ კანონს  ხელი მოაწერა. სახელმწიფო სამართლის საინფორმაციო სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაციის  მიხედვით, კანონი არსებული ინტერნეტის ქსელის დაცვას ისახავს მიზნად, იმ შემთხვევაში თუ მის გამართულად ფუნქციონირებას უცხო ქვეყნების მხრიდან საფრთხე დაემუქრება. ახალი კანონის მიხედვით, შეიქმნება ინტერნეტის მონიტორინგისა და მართვის ცენტრი, რომელიც ნებისმიერი ექსტრაორდინარული ვითარების დროს, რუსეთის ტერიტორიაზე ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პუტინის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონი,  მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან  შევა ძალაში.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #პუტინი , #ინტერნეტი , #კანონი

მსგავსი ინფორმაციები