ვენესუელაში 1 მაისის მსვლელობისათვის ემზადებიან

დემონსტრაციებს მოაწყობენ ხელისუფლების მხარდამჭერებიც და ოპოზიციაც

1186944
ვენესუელაში 1 მაისის მსვლელობისათვის ემზადებიან

 

ვენესუელაში, თავისი თავის ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამომცხადებელმა ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელსაც აშშ-თან ერთად მხარს უჭერს დასავლეთიც და ლათინური ამერიკის უმრავლესობაც, ოპოზიციას მოუწოდა, 1 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოვიდნენ და მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყონ.

გუაიდომ, რომელიც არ სცნობს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას,  ეს მოწოდება გააკეთა დედაქალაქ კარაკასში გამართულ აქციაზე.

მისივე თქმით, "თავისუფლების ოპერაციის" სახელწოდების სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის მზად არიან ქვეყნის სხვა რეგიონების ოპოზიციონერებიც და 1 მაისს გასამართი ეს ანტი სამთავრობო მსვლელობა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი და ხალხმრავალი იქნება.

ქვეყნის მთავრობიდან გავრცელებული ინფორმაციით, 1 მაისს ქუჩებში გამოვლენ და ცალკე საპირველმაისო მსვლელობას მოაწყობენ ასევე, ქვეყნის ხელისუფლების მხარდამჭერი საჯარო მოსამსახურეები და მმართველი ერთიანი სოციალისტური პარტიაც



მსგავსი ინფორმაციები