პენტეკოსტის ეკლესია ჩამოინგრა

დაიღუპა 13, დაშავდა 6 ადამიანი

1186692
პენტეკოსტის ეკლესია ჩამოინგრა

 

სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის რეგიონში მდებარე ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად, პირველადი ცნობებით 13 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. კვაზულუ-ნატალის რეგიონის პრეს წარმომადგენელმა ლენოქს მაბასომ განაცხადა, რომ პენტეკოსტის ეკლესია ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო ჩამოინგრა და მასში მყოფები აღდგომის დღესასწაულის მიზნით იყვნენ შეგროვებულნი. “ამ ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 კი სერიოზულად დაშავდა", განაცხადა მაბასომ



მსგავსი ინფორმაციები