შეიარაღებული თავდასხმა  ბელუჯისტანის პროვინციაში

შეიარაღებული თავდასხმა  ბელუჯისტანის პროვინციაში

1185716
შეიარაღებული თავდასხმა  ბელუჯისტანის პროვინციაში

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე  ბელუჯისტანის პროვინციებში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ავტობანზე სამგზავრო ავტობუსი გააჩერეს და მას ცეცხლი გაუხსნეს რა, წინასწარი მონაცემებით 14 ადამიანი მოკლეს.  პროვინციის პოლიციის  უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე დაუდგენელმა პირებმა  თითქოს და პირადობის მოწმობების შემოწმების მიზნით სამგზავრო ავტობუსი გააჩერეს, რის შემდეგაც 14 ადამიანი ადგილზევე მოკლეს. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს. მეორეს მხრივ მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმა იმრან ხანმა  განცხადება გააკეთა რა,  მომხდარი ტერორისტულ  თავდასხმად შეაფასა და ფაქტი  მკაცრად დაგმო. ხანმა თავის განცხადებაში დაღუპულების ოჯახებსაც სამძიმარი გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები