ლიბიაში საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ლიბიაში ეროვნული შერიგების მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალების განცხადებით, მათ საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

1183351
ლიბიაში საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ლიბიაში ეროვნული შერიგების მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალების განცხადებით, მათ დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთში გენერალ ჰალიფე ჰაფთერის დაქვემდებარებაში მყოფი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ეროვნული შერიგების მთავრობის მიერ წარმოებული ოპერაციის „ბურკან ალ-გადაბის“ სოციალური ქსელის ანგარიშით გაკეთებულ განცხადებაში ეროვნული შერიგების მთავრობის ძალებმა ტრიპოლის სამხრეთში ვადი ერ რაბის რეგიონში გენერალ ჰალიფე ჰაფთერის დაქვემდებარებაში მყოფი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

განცხადებაში არ არის საუბარი პილოტის მდგომარეობის შესახებ.

ლიბიის აღმოსავლეთში სამხედრო ძალების ლიდერმა გენერალმა ჰალიფე ჰაფთერმა დედაქალაქ ტრიპოლის ასაღებად 4 აპრილს შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცა, რის გამოც ეროვნული შერიგების მთავრობის შენაერთებმა ოპერაცია „ბურკან ელ -გადაბი“ დაიწყეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ლიბიაში 10 დღეში მიმდინარე შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 121-მდე, დაჭრილების კი 561-მდე გაიზარდა.

ლიბიაში ლეგიტიმურობის კრიზისი 2011 წლიდან დღემდე გრძელდება და ეროვნული შერიგების მთავრობის ძალებს, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს და ჰაფთერის ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება.
 


საკვანძო სიტყვები: #ლიბია , #საბრძოლო თვითმფრინავი

მსგავსი ინფორმაციები