სამხედრო გადატრიალების მცდელობა სუდანში

სამხედრო გადატრიალების მცდელობა სუდანში

1181120
სამხედრო გადატრიალების მცდელობა სუდანში

მედიის ინფორმაციით, სუდანის არმიამ სახელმწიფო ტელევიზია ალყაში მოიქცია და ზოგიერთი სამხედრო პირები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ.   ტელეარხი al-Mayadeen-ი  საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯარმა ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბეშირი და  მინისტრთა კაბინეტი გადააყენა. ტელეარხი ასევე იუწყება, რომ მოკლე დროში ჯარი მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს. პოლიტიკური წყაროების ინფორმაციით კი, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლების დაკავება უკვე დაწყებულია. მეორეს მხრი სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტში ყოველგვარი ფრენები შეჩერებულია. სუდანში პროდუქტების სიძვირის  გამო და  პრეზიდენტ ომარ ალ-ბეშირის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გასული წლის 19 დეკემბრიდან მოყოლებული მართავს.

 

 



მსგავსი ინფორმაციები