ტრამპმა, მექსიკის საზღვარზე მშენებარე უსაფრთხოების კედელი მოინახულა

“ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო და მათ აღარ მივიღებთ“

1178170
ტრამპმა, მექსიკის საზღვარზე მშენებარე უსაფრთხოების კედელი მოინახულა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საემიგრაციო სისტემამ გადააჭარბა თავის შესაძლებლობებს და ამიტომ უკანონო გადასვლები უნდა შეწყდეს.

ტრამპმა მონაწილეობა მიიღო მექსიკის საზღვარზე, კალიფორნიის ქალაქ კალექსიკოში, იმიგრაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების ბრიფინგში, ხოლო მანამდის კი მან აქ მშენებარე უსაფრთხოების კედელი დაათვალიერა.

ბრიფინგზე მან თქვა, რომ შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვართან უკანონო გადასვლები მკვეთრად გაიზარდა.

"ეს არის უზარმაზარი ზრდა და ჩვენი საიმიგრაციო სისტემა მის ქვეშ არის მოყოლილი, ჩვენ არ დავუშვებთ ამას, ჩვენ აღარ შეგვიძლია თქვენი მიღება, რადგან ჩვენი ქვეყანა უკვე გაივსო“, ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა.

მან ჯერ კიდევ გასულ თვეში განაცხადა, რომ თუ მექსიკიდან აშშ-ში შესვლას არ შეაჩერებდნენ, მაშინ, ამ ქვეყანასთან აპრილის დასაწყისიდან საზღვარს დაკეტავდა.

ამის საპასუხოდ მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა არალეგალთა მიგრაცია შეაჩერონ, რამეთუ მათ კარგი ურთიერთობების გაგრძელება სურთ აშშ-სთან



მსგავსი ინფორმაციები