ტომებს შორის შეტაკებები ბურკინა-ფასოში

ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება

1177013
ტომებს შორის შეტაკებები ბურკინა-ფასოში

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ბურკინა-ფასოს   ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰამკენში ტომებს შორის მომხდარი შეტაკებისას წინასწარი მონაცემებით სულ მცირე  62 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის, მიწის მართვისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრის სიმონ სვადოგოს განცხადებით შემთხვევა მალის საზღვართან ჰამკენში მოხდა. მისივე თქმით,  აღნიშნულ ქალაქში გასულ კვირას ერთ-ერთი რელიგიური ლიდერის შვილები მოკლეს რა, მას  შემდეგ დაიწყო აღნიშნული შეტაკებები. ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. ორი კვირის წინ  ერთ-ერთ სოფელში კიდევ ტომებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 160 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები