პაპუას  პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

პაპუას  პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1166560
პაპუას  პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ინდონეზიის პაპუას  პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ინდონეზიის,  ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს (BNPB) პრესსპიკერის განცხადებით, პაპუას პროვინციაში ინტენსიური წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო ბოლო  მონაცემებით 89 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 159-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ 74 ადამიანი დაკარგულად ითვლება, რომლების სამძებრო-სამშაველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური პირების განცხადებით სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი ჟაიაპურა დაზარალდა.  რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 1613 პერსონალია ჩართული.   ტროპიკული კლიმატის მქონე ინდონეზიაში გადაუღებელი წვიმების გამო წყალდიდობა და მეწყერი ხშირად ხდება.



მსგავსი ინფორმაციები