ჰოლანდიაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად პირველადი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა

1165829
ჰოლანდიაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად პირველადი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამვაიში ასეულმა თავდამსხმელმა ცეცხლი უმისამართოდ გახსნა, რის შემდეგაც გაიქცა.

პოლიციამ და ანტიტერორისტულმა ჯგუფმა რეგიონში ოპერაცია დაიწყო.

რეგიონს სამი ვერტმფრენი ჰაერიდან აკონტროლებს.  

პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს, პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ კი კაბინეტის საგანგებო შეკრება მოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები