მუსლიმანებს ინგლისშიც დაესხნენ თავს

დაიჭრა 27 წლის მამაკაცი

1164723
მუსლიმანებს ინგლისშიც დაესხნენ თავს

 

ინგლისიდან მიღებული ცნობებით, გუშინ, ამ ქვეყნის დედაქალაქ ლონდონში, რასისტული თავდასხმა განხორციელდა მუსლიმანებზე.

ამ ინფორმაციით, სამ კაციან ახალგაზრდათა ჯგუფი, რომელთა ასაკი 20 წლამდის იქნებოდა, ჩაქუჩებით და ხელკეტებით დაესხნენ თავს მეჩეთის წინ შეკრებილ და პარასკევის ლოცვის მომლოდინეთა ჯგუფს.

თავდამსხმელები ისლამის საწინააღმდეგო ლოზუნგებსაც გაჰყვიროდნენ და იგინებოდნენ, შემდეგ კი ერთ ავტომობილში ჩასხდნენ და გაიქცნენ.

ზოგიერთებმა სცადეს ამ ავტომობილის შეჩერება, მაგრამ, მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ადგილობრივი პოლიციის განაცხადებით, ამ რასისტული თავდასხმის დროს, 27 წლის  აზიური წარმოშობის მამაკაცი თავში დაიჭრა და ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გახსნეს



მსგავსი ინფორმაციები