ჩრდილოეთ კორეამ საჰაერო  რაკეტების გამშვები პლატფორმების  აღდგენა დაიწყო

ჩრდილოეთ კორეამ საჰაერო  რაკეტების გამშვები პლატფორმების  აღდგენა დაიწყო

1157997
ჩრდილოეთ კორეამ საჰაერო  რაკეტების გამშვები პლატფორმების  აღდგენა დაიწყო

სამხრეთ კორეაში გამოქვეყნებულ გაზეთ, „JoongAng Ilbo“-ს მიერ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურზე  დაყრდნობით   გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ჩრდილოეთ კორეამ, რომელმაც გასულ წელს სარაკეტო გამშვები პლატფორმების დახურვას დათანხმდა, ხელმეორედ დაიწყო აღდგენა.  ამერიკის შეერთებული შტატების კვლევის ცენტრი „North 38“-ის  მონიტორინგის მიერ ჩატარებული დაკვირვებებით, გასული წლის პლატფორმებს ახალი ობიექტები დაემატა. ფხენიანის მახლობლად,  მდებარე ობიექტი მხოლოდ სატელიტების გასაშვებად და ძრავების შესამოწმებლად გამოიყენებოდა რა,  ბალისტიკური რაკეტები აღნიშნული ობიექტიდან  არასდროს გაუშვიათ. ჩრდილოეთ კორეამ  აღნიშნული ობიექტის დაშლა გასულ წელს დაიწყო, თუმცა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შეფერხების შემდეგ, პროცესი შეაჩერა.  უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენითი სამუშაოები,  აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ვიეტნამის დედაქალაქ, ჰანოიში 27-28 თებერვალს გამართული შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ დაიწყო.

მეორეს მხრივ,  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა  ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი  ბირთვულ განიარაღებას სრულად  არ დათანხმდება, აშშ  ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.



მსგავსი ინფორმაციები