ნაზარბაევმა მთავრობა დაითხოვა

დროებითი პრემიერი ასკარ მამინი გახდა

1150310
ნაზარბაევმა მთავრობა დაითხოვა

 

ყაზახეთის მთავრობა, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მოთხოვნის კვალდაკვალ გადადგა.

ნაზარბაევის აზრით, ეკონომიკის მრავალ სფეროში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, დადებითი შედეგები ვერ გამოიღეს, ამიტომაც პრემიერმინისტრ ბაქით საგინთაევს და მის კაბინეტს გადადგომა მოსთხოვა, რაც დაუყონებლივ იქნა შესრულებული.

პრეზიდენტმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისეთი ახალი კაბინეტი უნდა, რომელიც გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების სტანდარტებს,  ხელს შეუწყობს და წაახალისებს ეკონომიკის ყველა სფეროს განვითარებას, ცხოვრებაში გაატარებს სტრატეგიულ ამოცანებს, ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ყველა სფეროს განვითარებაში და ა.შ.

ასტანიდან მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქვეყნის დროებით პრემიერმინისტრად ასკარ მამინი დანიშნა, რომელიც აქამდე პრემიერის მოადგილეს წარმოადგენდა



მსგავსი ინფორმაციები