შვეიცარიაში ზვავი ჩამოწვა

სათხილამურო ცენტრში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ბევრი ადამიანი თოვლის საფარის ქვეშ მოყვა

1148742
შვეიცარიაში ზვავი ჩამოწვა

შვეიცარიის ალპებში მდებარე ერთ-ერთ სათხილამურო ცენტრში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ბევრი ადამიანი თოვლის საფარის ქვეშ მოყვა.

ვალაისის პოლიციის მიერ სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ცნობილ სათხილამურო ცენტრ ქალაქ კრანს-მონტანაში, გუშინ ადგილობრივი დროით 14.15 საათზე პლეინ-მორტის სათხილამურო ბილიკზე ზვავი ჩამოწვა.

აქვე აღნიშნულია, რომ თოვლის საფარველის ქვეშ ბევრი ადამიანი მოყვა და ადგილზე მუშაობა დაიწყეს სამაშველო-სამძებრო ჯგუფებმა.

შვეიცარიაში ბოლო ერთი კვირის მანძილზე გაზრდილმა ტემპერატურამ ალპებში თოვლის დნობა გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები: #შვეიცარია , #ალპები , #ზვავი

მსგავსი ინფორმაციები