პოლონეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა წარმოიქმნა

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა ისრაელში გასამართ „ვიშეგრადის ჯგუფის“ შეხვედრაში

1147440
პოლონეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა წარმოიქმნა

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა ისრაელში გასამართ „ვიშეგრადის ჯგუფის“ შეხვედრაში.

მორავეცკის განცხადებით, იგი შეხვედრას ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადების გამო არ დაესწრება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ზოგიერთი პოლონელი ჰოლოკოსტის პერიოდში ნაცისტებთან თანამშრომლობდა.“

ისრაელის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერმინისტრი მორავეცკი კოლეგა ნეთანიაჰუს ტელეფონით დაუკავშირდა და განუცხადა, რომ 18-19 თებერვალს მის ქვეყანასთან ერთად ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერმინისტრების მონაწილეობით გასამართ „ვიშეგრადის ჯგუფის“ შეხვედრას არ დაესწრება.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ 13-14 თებერვალს გამართულ „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის“ სახელწოდების კონფერენციაზე დასასწრებად ჩასულ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ისრაელის პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ „ზოგიერთმა პოლონელმა ნაცისტებთან ითანამშრომლა.“

გაზეთმა Jerusalem Post-მა ნეთანიაჰუს ინტერვიუ გამოაქვეყნა სათაურით „პოლონელმა ხალხმა ნაცისტებთან ითანამშრომლა“, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა წარმოიქმნა.

ნეთანიაჰუს სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოხატეს Twitter-ით პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და პრემიერმინისტრმა მორავეცკიმ.
 

ამასთანავე ვარშავაში ისრაელის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და ნეთანიაჰუს განცხადებაზე ახსნა განმარტება მოსთხოვეს.

დაძაბულობის გამწვავების შემდეგ ისრაელის პრემიერის პრეს ოფისმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუმ განაცხადა „არა პოლონელი ხალი, არამედ ზოგიერთი პოლონელი.“



მსგავსი ინფორმაციები