ტრამპმა შეთანხმებას მიაღწია კონგრესის ლიდერებთან

ფედერალური მთავრობა  15 თებერვლამდე იმუშავებს

1133473
ტრამპმა შეთანხმებას მიაღწია კონგრესის ლიდერებთან

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრეს კონფერენციაზე  განაცხადა, რომ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც 15 თებერვლამდე ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას ითვალისწინებს და ამის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია კონგრესის ლიდერებთან რა, ამ სამი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებები მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის მშენებლობის საკითხზე  გაგრძელდება.

ტრამპის თქმით, თუ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე „დემოკრატებთან“ კონსენსუსს ვერ მიაღწევს, მაშინ, შესაძლოა ან კვლავ შეაჩეროს მთავრობის მუშაობა, ანდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება გამოიყენოს.

მანვე მაგალითად ისრაელის უსაფრთხოების კედლები დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ იგი ისრაელს დიდად გამოადგა და ამიტომ მათაც სარგებლობას მოუტანს.

გასული წლის ბოლოს, ტრამპმა მექსიკასთან კედლის აშენებისათვის ბიუჯეტიდან  5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა, მაგრამ, დემოკრატებმა უარი უთხრეს ამ თხოვნაზე, რის გამოც მან ფედერალური მთავრობა დახურა და არ მუშაობდა მთელი 35 დღის განმავლობაში.



მსგავსი ინფორმაციები