ტერაქტი კოლუმბიაში

არის მსხვერპლიც

1128147
ტერაქტი კოლუმბიაში

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად წინასწარი მონაცემებით 21 ადამიანი დაიღუპა, 68  კი დაშავდა, რომელთაგან 58 უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება  პოლიციის აკადემიასთან დანაღმული ავტომობილით  განხორციელდა. ქვეყნის პრეზიდენტმა  ივან დუკემ სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდაცვის მინისტრმა კი ერთ-ერთ რადიო პროგრამაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 68-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარის ტერაქტის გამო ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

მეორეს მხრივ თურქეთმა კოლუმბიაში მომხდარი თავდასხმა მკაცრად დაგმო და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა რა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთლება უსურვა. 



მსგავსი ინფორმაციები