მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იწყება

დავოსი 22-25 იანვარს უმასპინძლებს ამ სამიტს

1126969
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იწყება

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ჟენევის შტაბ-ბინიდან გავრცელებული განცხადებით, დავოსის მორიგი სამიტი მომავალ კვირას, კონკრეტულად კი  22-25 იანვარს  შვეიცარიის ქალაქ დავოსში შესდგება.

წელს დავოსი 49-ედ მასპინძლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს და მასზე თურქეთს სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი, ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი და ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორი მურატ ჩეთინქაია წარადგენენ.

დავოსის ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებენ დონალდ ტრამპი, ტერეზა მეი და ემანუელ მაკრონი.

სულ კი ამ სამიტს 60-ზე მეტი ქვეყნის ხელმძღვანელი, ხოლო საერთო ჯამში 110 ქვეყნიდან 3 ათასზე  მეტი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, მეცნიერი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება



მსგავსი ინფორმაციები