საბერძნეთში პედაგოგების საპროტესტო აქციები გრძელდება

საბერძნეთში პედაგოგების საპროტესტო აქციები გრძელდება

1125700
საბერძნეთში პედაგოგების საპროტესტო აქციები გრძელდება

საბერძნეთის დედაქალაქ, ათენში მასწავლებლების მიერ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზოგიერთ ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. კოოპერატივების მოწოდებით დედაქალაქის მოედანზე შეკრებილმა ხელშეკრულებით დასაქმებულმა დაახლოებით 2000-მდე პედაგოგმა მთავრობის  პოლიტიკა მასწავლებელთა დანიშვნის თაობაზე, გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შესვლაც სცადეს, რის საწინააღმდეგოდაც სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა. სამართალდამცველებზე ხელკეტებით თავდასხმის განმხორციელებელ პედაგოგების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პედაგოგებმა საბერძნეთში გასულ კვირასაც გამართეს საპროტესტო აქცია რა, ისინი საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზია, ERT1-ს სტუდიაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ.



მსგავსი ინფორმაციები