მასწავლებლებმა სახელმწიფო ტელევიზია დაარბიეს

მასწავლებლებმა სახელმწიფო ტელევიზია დაარბიეს

1124717
მასწავლებლებმა სახელმწიფო ტელევიზია დაარბიეს

საბერძნეთში, მთავრობის მიერ თანამდებობებზე დანიშვნების კანონის გასაპროტესტებლად პედაგოგების ერთმა ნაწილმა სახელმწიფო ტელევიზია დაარბიეს. საღამოს საინფორმაციოს გამოშვების დროს დაახლოებით 50-მდე პედაგოგმა საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზია, ERT1-ს სტუდიაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ, რის გამოც საინფორმაციო გაითიშა და ტელევიზიაში სარეკლამო ბანერი გაუშვეს. მასწავლებლები,   განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ პედაგოგთა მივლინების კანონპროექტს აპროტესტებენ. საბერძნეთში მასწავლებლებმა გასული კვირის პარასკევ დღესაც,   კოოპერატივების მოწოდებით დედაქალაქ,  ათენში მსგავსი აქცია გამართეს.



მსგავსი ინფორმაციები