ბანგლადეშში საპარლამენტო არჩევნებში შეიხ ჰასინას პარტიამ გაიმარჯვა

არჩევნების დროს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს მრავალი ადამიანი დაიღუპა

1116353
ბანგლადეშში საპარლამენტო არჩევნებში შეიხ ჰასინას პარტიამ გაიმარჯვა

ბანგლადეშში მეთერთმეტედ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერმინისტრ,  შეიხ ჰასინას პარტიამ (დიდი ალიანსი)  გაიმარჯვა. ქვეყნის საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ხელმძღვანელისა და მისი მოკავშირეების პარტიებმა ერთად, 300 ადგილიან პარლამენტში 287 მანდატი მოიპოვეს. ბანგლადეშში მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 300 ადგილიან პარლამენტში 151 მანდატის მოპოვება საკმარისი. არჩევნების შედეგების თანახმად, შეიხ ჰასინა  მთავრობას ზედიზედ მესამე ვადით უხელმძღვანელებს.  ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას დაშინებასა და ხმების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.  არჩევნების მსვლელობისას, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 17 ადამიანი დაიღუპა, 64 კი დაშავდა.  



მსგავსი ინფორმაციები