ამერიკა რუსეთს 60 დღის ვადას აძლევს

ამერიკა რუსეთს 60 დღის ვადას აძლევს

1100640
ამერიკა რუსეთს 60 დღის ვადას აძლევს

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთს საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად 60 დღიანი ვადა მისცეს.   პომპეომ ამის შესახებ განცხადება,  ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გააკეთა. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ჩვენ მაინც მოთმინებით ვეკიდებოდით და ხელშეკრულების შესასრულებლად ვცდილობდით, რომ კიდევ ერთხელ დაგვერწმუნებინა იგი. მოსკოვის მთავრობას მრავალი საშუალო მანძილიანი SSC-8 სახეობის რაკეტებს ფლობს. ამ რაკეტების  რადიუსი პირდაპირ ევროპისკენა არის მიმართული, რაც მათთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. რუსეთის მიერ გადადგმული ამდაგვარი ნაბიჯები, ამერიკის და მისი მოკავშირეები უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს, მაშინ ამერიკის მასში დარჩენას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ განაცხადა პომპეომ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ 60 დღიან ვადას ყველა, ნატო-ს მოკავშირეები ერთხმად უჭერენ მხარს.  საშუალო და ახლო მანძილის  რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (INF) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა.



მსგავსი ინფორმაციები