სასამართლომ კიდევ 8 უკრაინელი სამხედრო გაასამართლა

24 დაკავებულიდან 15-ს აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების განაჩენი გამოუტანეს

1096810
სასამართლომ კიდევ 8 უკრაინელი სამხედრო გაასამართლა

 

რუსულმა სასამართლომ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ქერჩის სრუტეში ტყვედ აყვანილი 24 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურიდან 15 მიმართ დაკავების გადაწყვეტილება გამოიტანა.

საინფორმაციო სააგენტო რიას ცნობით, ყირიმში მოქმედმა რუსულმა სასამართლომ, რუსეთის ტერიტორიული წყლების დარღვევის გამო, დღეს დილით 7 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს 2-2 თვით დაკავების განაჩენი გამოუტანა, ხოლო შუადღის შემდეგ კიდევ 8 უკრაინელს დაპატიმრების განაჩენი გამოეტანა, დანარჩენების სასამართლო პროცესი კი გრძელდება.

25 ნოემბერს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ქერჩის სრუტის მახლობლად, რუსეთის სამხედრო კატარღებმა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი სამი გემი 24 თანამშრომელთან ერთად, რუსეთის ტერიტორიული წყლების დარღვევით დააკავეს, რამაც რუსეთ-უკრაინას შორის ახალი კრიზისი წარმოშვა



მსგავსი ინფორმაციები