კიდევ ერთი მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიაში მიწისძვრები და მსგავსი მოვლენები ხშირად ხდება

1092706
კიდევ ერთი მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიის კუნძულ სუმატრას სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ცნობებით, მისმა სიმძლავრემ 5, 2 ბალი შეადგინა. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატის და გეოფიზიკის (BMKG)  სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი  აჩეს პროვინციიდან  106 კმ. მოშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. პირველადი მონაცემებით მიწისძვრას რაიმე სახის ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია რა, ამ დროისათვის ცუნამის საშიშროებაც არ გამოცხადებულა. ინდონეზიაში გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სეისმური და ვულკანური მოვლენები ხშირად ხდება. ქვეყანაში 2004 წელს კუნძულ სუმატრაზე მომხდარი 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ინდოეთის ოკეანეში ცუნამი წარმოიშვა. ინდოეთის ოკეანის გასწვრივ მყოფ ხუთ ქვეყანაში მთლიანობაში 230 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები