თალიბანები თავს დაესხნენ ძალოვანებს

დაიღუპა 25 ადამიანი

1086281
თალიბანები  თავს დაესხნენ ძალოვანებს

 

ავღანეთის ღაზნის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა აჰმად ჰან სირათმა განაცხადა, რომ ღაზნის პროვინციის კოგურის რაიონს თავს დაესხნენ თალიბანის შეიარაღებული წევრები, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ჯარისკაცი, ხოლო 14 კი დაიჭრა, მათ შორის 8 სამოქალაქო და 6 სამხედრო.

მისივე თქმით, რეგიონს მიავლინეს უსაფრთხოების ძალების დამატებითი ჯგუფები.

ღაზნის პროვინციის დეპუტატის, ჰალიკდად აკბარის განცხადებით კი, ამ თავდასხმის შედეგად 27 ჯარისკაცი და 20 სამოქალაქო დაიღუპა.

თვით თალიბანის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კონტროლზე აიყვანეს 5 პოლიციის განყოფილება და მოკლეს 22 ჯარისკაცი.

ავღანეთიდან მიღებული მეორე ინფორმაციით, დედაქალაქ ქაბულში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს თავი აიფეთქა თვითმკვლელმა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 10 დაიჭრა



მსგავსი ინფორმაციები