ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გადადგა

მან ეს გადაწყვეტილება ტრამპის თხოვნის საფუძველზე მიიღო

1083715
ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ, ტრამპის მოთხოვნით მიიღო. სეშენსიმ გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ბატონო პრეზიდენტო თქვენი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. გმადლობთ, რომ მე მომეცით ეს შესაძლებლობა.“  გენერალურმა პროკურორმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროში მთელი მონდომებით მუშაობდა რა, მის თანაგუნდელებსაც მადლობა გადაუხადა.  მეორეს მხრივ, ჯეფ სეშენსის გადადგომასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპმაც სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „გენერალურ პროკურორ, ჯეფ სეშენსისი გაწეული სამუშაოების გამო მადლობას ვუხდი და მომავალ ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ. ამ თანამდებობაზე თუ ვინ დაინიშნება, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.



მსგავსი ინფორმაციები