თაჯ-მაჰალში ლოცვა აიკრძალა

თაჯ-მაჰალში ლოცვა აიკრძალა

1081739
თაჯ-მაჰალში ლოცვა აიკრძალა

ინდოეთის არქეოლოგიურმა კვლევითმა ინსტიტუტმა (ASI) ისტორიულ მეჩეთ და მავზოლეუმ,  თაჯ-მაჰალში,  დღეში ხუთი დროის ლოცვა აკრძალა. გაზეთ „Times of India“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მიერ, მიმდინარე წლის ივლისის თვეში თაჯ-მაჰალის გვერდზე მყოფ მესჯიდში, სხვა ქალაქებიდან ჩამოსულებზე, პარასკევის ლოცვის  აკრძალვის შემდეგ, ახლა, ASI-მ მორწმუნეებს ხუთი დროის ლოცვა აუკრძალა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მუსლიმანების მიერ აბდესის (სხეულის გარკვეული ორგანოების წესის მიხედვით დაბანა) ასაღებად გამოსაყენებელი წყლის აუზი დაპლომბეს. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება თვით მეჩეთის იმამმა და თაჯ-მაჰალის კომიტეტის თავჯდომარე, დეიდ დადიქ ალიმაც გააპროტესტეს. მათი თქმით, თაჯ-მაჰალში წლებია ლოცვას აღავლენენ მაგრამ, დღეს ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღება მათთვის გაუგებარი და მიუღებელია. 1631-1654 წლებში აშენებული თაჯ-მაჰალი, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია.



მსგავსი ინფორმაციები