შინედ ო’კონორიმ ისლამი მიიღო

ო’კონორი: "ეს ყველა ჭკვიანი ღვთისმეტყველის ბუნებრივი განაჩენია"

1075864
შინედ ო’კონორიმ ისლამი მიიღო

მსოფლიოში ცნობილმა ირლანდიელმა მომღერალმა, შინედ ო'კონორმა ისლამი მიიღო. გაზეთ Irish Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ო’კონორიმ  სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კათოლიკური ქრისტიანობა მიატოვა და ისლამი მიიღო. „ვამაყობ იმით, რომ ისლამი მივიღე. ეს ყველა ჭკვიანი ღვთისმეტყველის  ბუნებრივი განაჩენია.  ყველა წმინდა წერილს ჩვენ ისლამთან მივყავართ. ისლამი ყველა სხვა წმინდა წიგნს არასაჭიროდ მიიჩნევს,“ ნათქვამია ო’კონორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 51 წლის ცნობილმა მომღერალმა ისლამის მიღებასთან ერთად  სახელიც შეიცვალა და „შუჰადა დავიტი“  დაირქვა. მომღერალმა ახალი სახელით სოციალური ქსელის მეშვეობით ჰიჯაბით გადაღებული ფოტო ატვირთა და დაწერა, რომ ბედნიერი იყო.



მსგავსი ინფორმაციები