შეიარაღებული თავდასხმა ამერიკაში

ამერიკის შტატ კენტუკში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

1075205
შეიარაღებული თავდასხმა ამერიკაში

ამერიკის შტატ კენტუკში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.   

ჯეფერსონტაუნის პოლიციის შეფის, სემ როჯერსის განცხადებით, რეგიონის ერთ-ერთ მარკეტში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

როჯერსის თქმით, თავდამსხმელმა მარკეტში მყოფ ერთ-ერთ პიროვნებას ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც გარეთ გამოსვლისას შემხვედრ ქალს და პარკირების ტერიტორიაზე მყოფ მამაკაცს ესროლა.

მარკეტში მყოფი პიროვნება უვნებელი გადარჩა, ხოლო დანარჩენი ორი ადამიანი კი დაიღუპა.

პოლიციის შეფმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელი დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #შეიარაღებული თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები