კანადაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან კანადაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1073154
კანადაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან კანადაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე საპორტო დაბა პორტ ჰარდიდან 218 კილომეტრის დაშორებით ღია წყლებში 6,6, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ზღვის ფსკერიდან 11 კილომეტრის სიღრმეში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გიგანტური ტალღების წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება არ გაკეთებულა.

ჯერ-ჯერობით უცნობია გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა ან მსხვერპლი.


საკვანძო სიტყვები: #კანადა , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები