ნიკარაგუაში წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ნიკარაგუაში ძლიერი წვიმების მიერ გამოწვეულ წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა

1071785
ნიკარაგუაში წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ნიკარაგუაში ძლიერი წვიმების მიერ გამოწვეულ წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი თვის მანძილზე ჭარბმა ნალექმა 150 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.

გუშინ ღამით მოსული ჭარბი ნალექის გამო კიდევ 466 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.  

ნიკარაგუის მთავრობამ წყნარი ოკეანის სანაპიროებზე 6 რეგიონში წითელი დონის განგაში გამოაცხადა.

მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ნალექის ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზრდება და ორი დღე გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #ნიკარაგუა , #წყალდიდობა

მსგავსი ინფორმაციები