მალიზე ტუარეგების სოფელზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

მალის ჩრდილოეთში ტუარეგების სოფელს უცნობი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა

1057006
მალიზე ტუარეგების სოფელზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

მალის ჩრდილოეთში ტუარეგების სოფელს უცნობი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.  

ადგილობრივი პრესის ცნობით, ქალაქ მენაკადან 10 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ინკარს თავს იარაღითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები დაესხნენ, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ.

თავდასხმის შედეგად ტუარეგის ტომიდან 12 ადამიანი დაიღუპა.    

თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელები დაიმუქრნენ რომ ისევ დაბრუნდებიან.

თავდასხმის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია და ვარაუდობენ, რომ ეს ტომებს შორის შიდა გარჩევებს უკავშირდება.

აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძირძველი ტუარეგების ტომის წევრთა რაოდენობა სავარაუდოდ, 3,5 მილიონია.



მსგავსი ინფორმაციები