აშშ-ი უკმაყოფილოა რუსეთის ქმედებით

სირიისათვის S-300 სისტემის გადაცემას "დიდი შეცდომა" უწოდა

1056097
აშშ-ი უკმაყოფილოა რუსეთის ქმედებით

 

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი, ნიუ-იორკში გავრცელებულ განცხადებაში შეეხო რა რუსეთის მხრიდან სირიისათვის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის საკითხს, მას "დიდი შეცდომა" უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ იგი რეგიონში ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ  უფრო მნიშვნელოვნად გაზრდის. ამიტომაც ბოლტონმა მოსკოვს მოუწოდა, ახლიდან გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ ნიუ ორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი.

ტრამპის მრჩეველმა რეგიონში მომსახურე ამერიკული ძალების უსაფრთხოების მიმართაც შეშფოთება გამოთქვა და ამასთან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს აქვს "ირანის აგრესიული დამოკიდებულებისგან" თავის დაცვის უფლება, ამიტომაც, სანამ რეგიონში ირანის ზემოქმედება და ზეგავლენა არ შემცირდება, ამერიკაც მანამდის არ გაიყვანს თავის ჯარებს რეგიონიდან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გუშინ განაცხადა, რომ S-300 ტიპის უსაფრთხოების სარაკეტო სისტემას სირიას, ორი კვირის განმავლობაში გადასცემენ.

კრემლის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ეს სისტემა არ იქნება მიმართული მესამე ქვეყნებისადმი.



მსგავსი ინფორმაციები