რუსეთმა იაპონიას სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა

რუსეთმა იაპონიას სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა

1048140
რუსეთმა იაპონიას სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა
abe-cinping-putin.jpg

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინმა იაპონიას  პრემიერმინისტრს წლის ბოლომდე  ყოველგვარი წინა პირობის გარეშე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. პუტინმა ამის შესახებ განცხადება ქალაქ,  ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, იაპონიის პრემიერმინისტრის შინზო აბეს სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „მოდით დავდოთ სამშვიდობო ხელშეკრულება. ახლა არა, მაგრამ წლის ბოლომდე, ნებისმიერი წინაპირობის გარეშე“,  მიმართა  პუტინმა,  შინზო აბეს. რუსეთსა და იაპონიას შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთს, კურილის კუნძულებზე, ხოლო იაპონიას ჩრდილოეთ რეგიონად წოდებულ ტერიტორიებზე პრეტენზია აქვს, რაზეც მათ შორის ოფიციალური შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა.  საბჭოთა კავშირმა 1949 წელს დაპყრობილი კუნძულებიდან იქ მცხოვრები ყველა იაპონიის მოქალაქე გააძევა. მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები პირველად 2014 წელს დაიწყო, მაგრამ,  უკრაინის კრიზისი გამო შეჩერდა.



მსგავსი ინფორმაციები