აპირებდა თუ არა აშშ ვენესუელაში გადატრიალებას?!

აპირებდა თუ არა აშშ ვენესუელაში გადატრიალებას?!

1045916
აპირებდა თუ არა აშშ ვენესუელაში გადატრიალებას?!

აშშ-ს მთავრობა ვენესუელის არმიაში ოპოზიციურ სამხედროების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რა, ქვეყანაში გადატრიალება სურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ოფიციალური პირების რომელთა ვინაობაც არ გაუვრცელებია, ვენესუელის სათადარიგოში მყოფ ზოგიერთ გენერლებთან მოლაპარაკებები გამართეს რა, დონალდ ტრამპს ამ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა ჰქონდა. ამავე გამოცემის მიხედვით, აშშ-ს მთავრობამ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების გამო, გადატრიალების მცდელობას თავი დაანება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლს მრავალი კითხვა დაუსვეს, მაგრამ, მათ პასუხი არ გასცეს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი  ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მთავრობის მიმართ მრავალი  სანქციები დააწესეს. ტრამპის მთავრობამ მიმდინარე წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს პირველივე ტურში გამარჯვებას „გაყალბებული“ უწოდა და მათ მიმართ მრავალი სახის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები