ინგლისი ბრექსიტის საკითხში ბრიუსელისგან გარანტიას ითხოვს

წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი ქაოსში მოექცევა

1033067
ინგლისი ბრექსიტის საკითხში ბრიუსელისგან გარანტიას ითხოვს

 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი არ შეცვლის თავის პოზიციას ინგლისის ამ ორგანიზაციიდან გასვლის (Brexit) საკითხში, მაშინ, ისინი ქაოსისთვის მზად უნდა იყვნენ.

ჰანტმა ეს განცხადება გუშინ ჰელსინკში, თავის ფინელ კოლეგასთან, ტიმო სოინთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

"უკანასკნელ დროს შეუთანხმებელი ბრექსიტის რისკი გაიზარდა და ამჟამად არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას", განაცხადა ჰანტმა და დაამატა, რომ ინგლისის მთავრობა ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა თავიდან აიცილონ შეუთანხმებელი ბრექსიტი.

ინგლისელი დიპლომატი ფინეთიდან ჯერ ლატვიას, შემდეგ კი დანიას და ჰოლანდიას ეწვევა და განხილვების მთავარ თემას ინგლისის ევროკავშირიდან ურისკოდ გასვლა წარმოადგენს



მსგავსი ინფორმაციები