ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრა გრძელდება

ისრაელის მხრიდან გახსნილ ცეცხლს 2 პალესტინელი ემსხვერპლა

1027450
ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრა გრძელდება

 

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის არმიის კუთვნილი ტანკის მხრიდან ჰამასის შეიარაღებული ფრთა, იზზეტტინ ელ კასიმის სამხედრო ობიექტზე გახსნილი ცეცხლის შედეგად, კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის არმიის განცხადებით კი, ღაზის საზღვარზე მორიგე ებრაელ ჯარისკაცებს ღაზის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს და მათმა ტანკმაც საპასუხო ცეცხლი გახსნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს თავდასხმები ხდება მაშინ, როცა დღის წესრიგში დგას ისრაელ-ჰამასს შორის შეთანხმების დადება.

როგორც ცნობილია ამ შეთანხმებისათვის შუამავლობას იჩენენ გაერო და ეგვიპტე, რომლებიც არა პირდაპირ შეხვედრებს ატარებენ დაპირისპირებულ მხარეებთან. ღაზაში, დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელი 2006 წლიდან ისრაელის ბლოკადის ქვეშ ცხოვრობს



მსგავსი ინფორმაციები