იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა

ადგილობრივი პრესის ცნობით, ქვეყნის დასავლეთით მძვინვარე ძლიერი ტაიფუნის შედეგად მინიმუმ 24 ადამიანი დაშავდა

1021890
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ქვეყნის დასავლეთით მძვინვარე ძლიერი ტაიფუნის შედეგად მინიმუმ 24 ადამიანი დაშავდა.

ტაიფუნმა, რომლის სიჩქარეც საათში 180 კილომეტრს აღწევდა, ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. აღნიშნულის შედეგადაც 150 ათასი აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.

რეგიონში მოსახლეობას მოუწოდეს მზად იყვნენ შესაძლო მეწყერის, წყალდიდობისა და მაღალი ტალღებისათვის.

ტაიფუნმა ასევე შეაფერხა საჰაერო მიმოსვლა

ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავის 300-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

ორი კვრის წინ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე 31 პროვინციაში ძლიერი წვიმების, წყალდიდობებისა და მეწყერის გამო 200- მეტი ადამიანი დაიღუპა.  


საკვანძო სიტყვები: #იაპონია , #ტაიფუნი

მსგავსი ინფორმაციები