სენატის დაზვერვა რუსეთს ბრალდებებს უყენებს

“რუსეთი ცდილობდა კლინტონის დისკრედიტაციას“

1005261
სენატის დაზვერვა რუსეთს ბრალდებებს უყენებს

 

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მხარდაჭერილია სადაზვერვო სამსახურების დასკვნა იმის თაობაზე, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მიზანი იყო დონალდ ტრამპის კამპანიის მხარდაჭერა და ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია.

აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბრალდებებს თავს უყრის ე.წ. "სადაზვერვო საზოგადოების შეფასება" სახელწოდების ანგარიშში

მასში შედის ასევე კომიტეტის პირველი დასკვნები, რომლებიც არის  მტკიცებულება იმისა, რომ დაზვერვის მიერ გამოვლენილი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესახებ ბრალდება სწორი იყო და ეს მითითება პირდაპირ ვლადიმერ პუტინის მხრიდან იყო გაცემული

სადაზვერვო ანგარიშის მიხედვითვე, პუტინი და რუსეთის ხელისუფლება, 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ  მოქმედებდნენ და ცდილობდნენ დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციას, რის უამრავი მტკიცებულება აქვთ მათ ხელთ. ამავე ანგარიშით, არჩევნების დროს რუსეთმა კიბერ თავდასხმების მცდელობებიც მოაწყო და ამის მტკიცებულებებიც გააჩნიათ



მსგავსი ინფორმაციები