მაკრონი: „საფრანგეთში მიგრანტების რეგიონალური ევაკუაციის ცენტრები არ შეიქმნება“

მაკრონი: „საფრანგეთში მიგრანტების რეგიონალური ევაკუაციის ცენტრები არ შეიქმნება“

1003052
მაკრონი: „საფრანგეთში მიგრანტების რეგიონალური ევაკუაციის  ცენტრები არ შეიქმნება“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად „რეგიონალური ევაკუაციის ცენტრები“ საფრანგეთში არ ჩამოყალიბდება. მან ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით,  გასულ კვირას ესპანეთის პრემიერმინისტრის,  პედრო სანჩესის პარიზში ვიზიტის დროს, მიგრანტებისათვის  „რეგიონალური ევაკუაციის ცენტრები“-ს შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრეს. „მიგრანტებისათვის საფრანგეთი პირველადი სამიზნე ქვეყანა არ გახლავთ, ამიტომ მათი მიღების ცენტრები აქ არ შეიქმნება. მაგრამ ჩვენ იმ ქვეყნებთან, სადაც ეს ცენტრები გაიხსნება, ყველა სფეროში ვითანამშრომლებთ და მატერიალურ დახმარებებსაც გავუწევთ“, განაცხადა ემანუელ მაკრონმა.



მსგავსი ინფორმაციები