ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რიცხვი გაიზარდა

ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რიცხვი გაიზარდა

996827
ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რიცხვი  გაიზარდა

ევროპაში ტერორისტული თავდასხმები 2017 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა.  ევროპოლის (ევროპის პოლიციის სამსახური) მიერ მომზადებული,  „ევროკავშირში ტერორიზმის მდგომარეობა და ტენდენციები 2018“ სახელწოდების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მაშინ როდესაც წინა წლებში ევროპაში ტერორისტული აქტები იკლებდა, 2017 წელს ამ სფეროში  45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 205 ტერაქტი განხორციელდა რის შედეგადაც 68 ადამიანი დაიღუპა, 844 კი დაშავდა. ევროპის ქვეყნებში 2017 წელს ტერორიზმის ბრალდებით 975 ადამიანი იქნა დაკავებული რა, მათგან 438,  20-25 წლებს შორის ახალგაზრდები არიან. ანგარიშში ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ტერორიზმი მსოფლიოს საშიშროება და მის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებაა საჭირო. ტერაქტების 67%-ი რასისტული იდეოლოგიით განხორციელდა, 16%-ი კი ტერ ორგანიზაცია DEAŞ-მა აიღო საკუთარ თავზე.



მსგავსი ინფორმაციები