გაეროს უშიშროების საბჭომ პალესტინელი ხალხის დასაცავი კანონპროექტი დაამტკიცა
ამერიკამ კიდევ ერთხელ განიცადა მარცხი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ პალესტინელი სამოქალაქოების დასაცავი კანონპროექტი მიიღო. თურქეთის, ალჟირის და პალესტინის მიერ მომზადებული რეზოლუციის განსახილველად გუშინ უშიშროების საბჭო სპეციალურად შეიკრიბა. გაეროს უშიშროების საბჭოზე გატანილი რეზოლუციის, აშშ-ს მხრიდან ვეტოს დადების შემდეგ, უშიშროების საბჭომ რეზოლუციის განსახილველად ხელმეორედ შეიკრიბა. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 45-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო 8 - აშშ-მ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, სოლომონის კუნძულებმა, ნაურუმ, ავსტრალიამ, მიკრონეზიამ და ტოგომ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს მიერ შეტანილ რეზოლუციას, რომელიც „ჰამასი“-ს ქმედებების დაგმობას ითვალისწინებდა, იგი უარყოფილ იქნა რა, ამით ამერიკამ კიდევ ერთხელ განიცადა მარცხი. მეორეს მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოს ამ გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფო მეთაური, მაჰმუდ აბასი გამოეხმაურა და აღნიშნა: „ეს გადაწყვეტილება სამართლიანობის და საერთაშორისო სამართლის გამარჯვებაა“. სპეციალურად შეკრებილ გაეროს უშიშროების საბჭოზე ასევე ისრაელის მხრიდან 30 მარტიდან მოყოლებული პალესტინელი ბავშვების, ჯანდაცვის მუშაკების და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული. გენერალური ასამბლეის დაწყების წინ, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (Human Rights Watch) მხრიდან ისრაელს კიდევ ერთი გაფრთხილება მიეცა.