ისტორიული შეხვედრა შედგა

შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა

990634
ისტორიული შეხვედრა შედგა

სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა.  ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე პრესისათვის მოკლე განცხადებები გააკეთეს რა დროსაც ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით წარმატებული შეხვედრა გაიმართება და შესანიშნავ ურთიერთობას დაამყარებენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კი აღნიშნა:  „ძველი პრაქტიკა და ის ცუდი აზრი, რაც გვქონდა, დაბრკოლებას ქმნიდნენ ჩვენს გზაზე, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ და დღეს აქ ვართ“. პრესისათვის დახურული პირისპირი შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა.  ტრამპმა და ინიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასებები გააკეთეს რა დროსაც ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრა წარმატებით ჩაიარა. შემდეგ კი დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა,  კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღი გახლდათ. აშშ-ს მხარემ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის  პროგრამის დასრულება მოსთხოვა. 

შეხვედრების შემდეგ ტრამპსა და კიმს შორის სხვადასხვა შეთანხმებები იქნა გაფორმებული. დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს მხარეებმა,   უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.



მსგავსი ინფორმაციები