შვეციას სომხური გენოციდის აღიარებისთვის არ სცალია

“ამ საკითხს სერიოზული გამოკვლევა სჭირდება“

988887
შვეციას სომხური გენოციდის აღიარებისთვის არ სცალია

 

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა სახელმწიფო ტელეარხ SVT-სათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ მიიღონ სომეხთა პრეტენზიები 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხზე, რადგან, ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკამათო თემაა.

მისივე თქმით ამ საკითხის დეტალურად შესწავლას და დებატებს გააგრძელებენ, ამიტომ დღის წესრიგში ვერ შეიტანენ გენოციდის აღიარებას.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფვენმა ჯერ კიდევ 1 მაისს ამავე ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა არ მიიღებს "გენოციდის" ბრალდებებს.  

შვედეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა განიხილოს რომელიმე დამოუკიდებელმა ორგანომ და შემდეგ ისინი მხოლოდ მათ მიერ გამოტანილი დადგენილების მიხედვით იმოქმედებენ



მსგავსი ინფორმაციები