ფუეგოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ფუეგოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

987882
ფუეგოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

გვატემალაში ფუეგოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 99-მდე გაიზარდა. ქვეყნის ეროვნული სამართლებრივი მეცნიერების ინსტიტუტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მომხდარის შედეგად ასევე 150-ზე მეტი  ადამიანი ჯერ კიდევ გაუჩინარებულია,  რომელთა ცოცხლად გადარჩენის შანში შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს. ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით კვირა დღეს ამოფრქვეული ფუეგოს ვულკანის ლავამ სოფელი,  ელ-როდეო მთლიანად ლავით დაიფარა. მომხდარის შედეგად 3200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საერთო ჯამში, ვულკანმა ოთხ რეგიონში 1,7 მილიონი ადამიანი დააზარალა.



მსგავსი ინფორმაციები